წერილობითი ხელშეკრულების გარეშე დასაქმება შესაძლოა აიკრძალოს

წერილობითი ხელშეკრულების გარეშე დასაქმება შესაძლოა, აიკრძალოს – ამის შესახებ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების პროექტშია საუბარი. კანონპროექტი,პარლამენტს განსახილველად, დაახლოებით ერთ თვეში გადაეგზავნება.

აღსანიშნავია, რომ ცვლილების მიხედვით, იგეგმება შრომითი ხელშეკრულების დადების აუცილებელი პირობების გამკაცრება- მკაცრდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულების დადების აუცილებელი პირობები, ზუსტდება შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობები, მათ სორის დამსაქმებლის მიმართ, ანაზღაურების ოდენობა და ხელშეკრულების შეწყვეტი პირობები, ასევე დაგეგმილია სტაჟირების , ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ხანგრძლივობის წესების მკაცრად გაწერა.

ამასთან, იცვლება დეკრეტული შვებულების პირობები და ანაზღაურების წესი. კერძოდ, როგორც მომზადებულ პროექტშია აღნიშნული, ორსული ქალისთვის სამედინიცო გამოკვლევებისთვის დამატებითი ანაზღაურებადი შესვენება დადგინდება. ასევე, 183 დღიანი ანაზღაურებადი შვებულების ანაზღურება, ერთჯერადი დახმარების ნაცვლად მოხდება ხელფასის 80%-ის ოდენობით.

რაც შეეხება კონკრეტულად ზეგანაკვეთურ სამუშაოზე დაგეგმილ რეგულაციების, ცვლილებათა პროექტში ვკითხულობთ:

ზეგანაკვეთური შრომა დღის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 2 საათს, ხოლო კვირაში 8 საათს;
ასევე დგინდება ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება, რომელიც არ უნდა იყოს ნომრირებულის 125%-ზე ნაკლები;
შესაძლებელია მხარეები შეთანხმდნენ ზეგანაკვეთური სამუშაოს ნაცვლად დამატებითი დასვენების საათების მიცემაზეც;
ზუსტდება ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების ვადები;
შემოდის ზეგანაკვეთური შრომის წინასწარი შეტყობინების ვალდებულება (გამონაკლისია დამსაქმებლის ობიექტური საჭიროება).