ხანძარი 21-ე საჯარო სკოლის ეზოში (+ფოტო)

ხანძარი გაჩნდა რუსთავში , 21-ე საჯარო სკოლის ეზოში . ტვ4-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, ცეცხლი სკოლის ტერიტორიაზე არსებულ ბალახს გაუჩნდა. ხანძრის შედეგად ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებაა. ტერიტორიაზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და საპატრულო ეკიპაჟი. ამ ეტაპზე ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.