ხანძარი გაჩნდა, რუსთავში მესხიშვილის მეორე გასასვლელის, N4 საცხოვრებელ კორპუსში. ტვ4-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, ცეცხლი აივანზე გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო და სამაშველო სამსახურების ეკიპაჟები. ხანძარი ამ დროისთვის სრულად ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.






