ხმაური იყო პარლამენტში ,იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე. კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. დეპუტატებს შორის კამათი მოსამართლეობის კანდიდატისთვის კითხვების დასასმელად გამოყოფილ დროზე მსჯელობას მოჰყვა.
დამოუკიდებელი დეპუტატები თავდაპირველად ითხოვდნენ, რომ ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსის” დროით ესარგებლათ, რადგან, მათი თქმით, ისინი ამაზე შეთანხმდნენ. კომიტეტის თავმჯდომარემ, მათ ამის უფლება არ მისცა. ბექა ნაცვლიშვილმა ოხანაშვილს, მიმართა ,რომ შეხვედრა ჰქონდა და მოგვიანებით თუ ექნებოდა კითხვის დასმის საშუალება.
“წესიერებისკენ შენ ნუ მომიწოდებ, ბიჭო,” – ასე მიმართა ნაცვლიშვილმა ანრი ოხანაშვილს.
დარბაზიდან გასვლისას ნაცვლიშვილმა ოხანაშვილს კვლავ ჰკითხა დროსთან დაკავშირებით, რის შემდეგაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
“ბიჭო, ახლა არ მინდა ეგ ლაპარაკი, თავი გააკონტროლე, მე ნუ მეუბნები და დაფიქრდი რას მეუბნები. წესიერებაზე ბიჭო, შენ მე ნუ მომიწოდებ-მეთქი რა, ზედმეტის უფლებას ნუ აძლევ შენს თავს, მარტივ კითხვას გისვამ, მარტივი პასუხი გამეცი, შენი სასწავლებელი არაფერი მაქვს, პარლამენტის წევრი ვარ თუ არა. ნახე რა, თავში აუვარდა,” – მიმართა ბექა ნაცვლიშვილმა ოხანაშილს.
ფოტო: რუსთავი 2