საწარმო “ჯეოსთილი” 5 000 ლარით დაჯარიმდა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ საწარმო “ჯეოსთილს” 5 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ამის შესახებ დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე გახდა ცნობილი.

სასამართლომ საწარმო საქართველოს კანონის ნარჩენების მართვის კოდექსის 43 მუხლის მე-2 ნაწილით, 44-ე მუხლის მე-2 ნაწილით ,56-ე მუხლის მე-5 ნაწილით და საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 79-ე მუხლით დააჯარიმა.

შეგახსენებთ ,სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფმა “გავიგუდეთ” ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე “ჯეოსთილის” დარღვევების შესახებ ოფიციალურ დოკუმენტი გამოაქვეყნდა. გასაჯაროვდა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ოქმი,სადაც საწარმოს მონიტორინგის შედეგად მთელი რიგი დარღვევები გამოვლინდა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ოქმის თანახმად ირკვეოდა,რომ საწარმო „ჯეოსთილში“ მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის შემცირების მიზნით, საწარმოს კუთვნილი ტერიტორიის მორწყვა არ ხდებოდა, მათ შორის იმ ტერიტორიების ,სადაც მძიმე ავტოტექნიკა მოძრაობს. საწარმოში მიმდინარე ტექნოლოგიური პროცესებისას ატმოსფეროში წარმოქმნილია მავნე ნივთიერებათა გამოყოფის წყაროები.

კერძოდ,ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, ჯართის დასამუშავებელი დანადგარიდან ნორმებს მხოლოდ ერთი დანადგარი შეესაბამება,ხოლო დანარჩენი ხუთი დანადგარი, ოქმის თანახმად ატმოსფერულ ჰაერს აბინძურებს. კომპანია არ აწარმოებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ატმოსფერული ჰაერის ყოველკვარტალურ მონიტორინგს.კერძოდ არ ხორციელდება თვითმონიტორინგი ატმოსფერულ ჰაერში , ემისიების პერიოდული გაზომვები ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე და დასახლებულ ზონასთან.შედეგებიდან გამომდინარე, ირკვევა რომ ატმოსფერულ ჰაერში ზოგიერთი ნივთიერების კონცენტრაცია სრულად დასაშვებ ნორმას აღემატება.ასევე დადგინდა,რომ ინფორმაცია უახლოეს დასახლებულ ზონასთან დაკავშირებით არასწორია და უახლოესი მოსახლე საწარმოდან 300-იდან 350 მეტრით არის დაშორებული.