ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების დარღვევისთვის 19 კვების ობიექტი დაჯარიმდა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებში დარღვევები გამოავლინა. ქვემო ქართლში სახელმწიფო კონტროლის შედეგად ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების დაღვევისთვის 19 ობიექტი დაჯარიმდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს, ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ცნობით, აგვისტოს თვეში ჩატარებული გეგმიური ინსპექტირებისას 110- მდე კვების ობიექტი შემოწმდა და სააგენტოს თანამშრომლებმა საკვებ პროდუქტებზე 200 -მდე ნიმუში აიღეს.