გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს -ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 ოქტომბერს 10:00-დან 20:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბანში და გარდაბნის რაიონის სოფლებში მარტყოფი, საცხენისი, დიდი ლილო და მიმდებარე სოფლებში,
10:00-დან 20:00 საათამდე მარნეულის რაიონის სოფლებში ალგეთი, საბირკენდი, აზიზქენდი და მიმდებარე სოფლებში, 11:30-დან 19:00 საათამდე დმანისის რაიონის სოფლებში მამიშლო, საფარლო, ირგანჩაი, ამამლო, გუგუთი და მიმდებარე სოფლებში,
12:00-დან 17:00 საათამდე წალკის რაიონის სოფლებში ხაჩკოვი, ბაშკოვი, კაბური, თეჯისი და მიმდებარე სოფლებში,
13:00-დან 14:00 საათამდე აბოენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ასურეთი, ჯორჯიაშვილი, ბოგვი, არდისუბანი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.









