10 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს -ამის შესახებ tv4-ს კომპანია ,,ენერგო პრო ჯორჯიადან” აცნობეს.

მათივე ინფორმაციით,ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 სექტემბერს 06:00-დან 18:00 საათამდე შუალედში თითო საათით ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში მშენებელთა, წმინდა ნინოს, გოგებაშვილის, ოდიშარიას, ლომოურის, ფიროსმანის, ფალიაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე,

13:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს წალკის რაიონის სოფელბში ბეშთაშენი, ახალშენი, იმერა, კიარაკი, სამადლო და მიმდებარე სოფელბში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.