13 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო,

13 სექტემბერს 09:00-დან 11:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში ჭაპალა, მწყნეთი, რაჭისუბანი, სავანეთი და მიმდებარე სოფლებში,

10:00-დან 20:00 საათამდე აბონენტებს მარნეულში და მარნეულის რაიონის სოფლებში კიზილ-აჯლო, ჯანდარი, იალღუჯის დასახლება და მიმდებარე სოფლებში,

10:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გამარჯვებასა და გარდაბანში,

12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს წალკის რაიონის სოფლებში აშკალა, არწივანი, გუმბათი, რეხა და მიმდებარე სოფლებში,

15:10-დან 16:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ქესალო, ნაზარლო, კაპანახჭი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.