14 წლის მოზარდი მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა

ფონიჭალაში მოზარდი საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა.

14 წლის გოგონა „ნიუ ჰოსპიტალშია“, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ექიმები აცხადებენ, რომ პირველადი ინფორმაციით, პაციენტს მოტეხილობები აღენიშნება. მოზარდს დამატებითი კვლევები უტარდება.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.