გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს -ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით,ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო,
19 სექტემბერს 11:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დმანისის რაიონის სოფელბში ირგანჩაი, ამამლო, ბაზაქლო, ლოქჭანდარი და მიმდებარე სოფლებში,
12:00-დან 17:00 საათამდე აბონენ ტებს ბოლნისის და მარნეულის რაიონის სოფლებში ნახიდური, ცურტავი, სავანეთი, ფარიზი და მიმდებარე სოფლებში,
15:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში მეგობრობის, ლეონიძის, მესხიშვილის, ფალიაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე,
15:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს გარდაბანში და გარდაბნის რაიონის სოფელბში ვაზიანი, მარტყოფი, ფონიჭალა, მთის ძირი, ლოჭინი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.