19 წლის მორაგბე უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა

ქუთაისის რაგბის კლუბი “აია” სოციალურ ქსელში აქვეყნებს ინფორმაციას, რომ 19 წლის მორაგბე ბართლომე კალაძე უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ბართლომე კალაძე ავტოკატასტოფაში დაიღუპა. კიკეთის ,,იუნკერების” 19 წლის მორაგბე ბართლომე კალაძე იმ თვრამეტწლამდე ნაკრების წევრი იყო, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთი დაამარცხა და ამით ფრანგების დომინირება დაასრულა. მან მეტოქეს ფინალური დაპირისპირება ანგარიშით 8:3 მოუგო.