2-5 სექტემბერს საქართველოში წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალიდან 5 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

“2-5 სექტემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +27, +32, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +23, +28 გრადუსი დაფიქსირდება.”-ნათქვამია სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.