21-22 სექტემბერს საქართველოში ძლიერი წვიმა ელჭექით არის მოსალოდნელი

 გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21-22 სექტემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი,სინოპტიკოსები  ჰაერის ტემპერატურის დაკლებასაც ვარაუდობენ.

დასავლეთის მიმართულების იქროლებს ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.

 22 სექტემბერს ღამის საათებში მაღალმთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია თოვლჭყაპი. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.