24 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს -ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 სექტემბერს 10:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში დიდი თონეთი, წყლულეთი, წვერი, ზირბითი და მიმდებარე სოფლებში,

11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ველი, ფოლადაანთკარი, კუმისის ტბის აგარაკები, ყარაჯალარი და მიმდებარე სოფლებში,

11:00-დან 13:00 საათამდე თეთრწყაროში და თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში მუხათი, ბორბალო, კოდა და მიმდებარე სოფლებში,

11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში ტალავერი და პატარა დარბაზი,

17:00-დან 20:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში კიზილ-აჯლო, ჯანდარი, სოვხოზნაია სა მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.