გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს -ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით,ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 სექტემბერს 11:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დმანისის რაიონის სოფელბში კამარლო, იაღუფლო, განთიადი, უკანგორა და მიმდებარე სოფლებში,
11:00-დან 20:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში კაპანახჩი, ქესალო, კირჩაღ-მუღანლო და მიმდებარე სოფლებში,
13:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს წალკის რაიონის სოფლებში ავრანლო, კიზილ-ქილისა, რეხა და მიმდებარე სოფლებში, 13:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში კოდა, მუხათ, წინწყარო, ვაშლოვანი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.