26 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს -ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 სექტემბერს 07:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში ფალიაშვილის, მეგობრობის, გონაშვილის, თბილისის, გოდერძი ჩოხელის და მიმდებარე ქუჩებზე,

10:20-დან 18:30 საათამდე აბონენტებს გარდაბანში და გარდაბნის რაიონის სოფლებში კაპანახჩი, ვახტანგისი, ქესალო, კალინინო და მიმდებარე სოფლებში,

11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფელ რატევანში,
12:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დმანისში და დმანისის რაიონის სოფლებში შინდლარი, შახმარლო და მიმდებარე სოფლებში,
12:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს სოფლებში გოლთეთი, წინწყარო, ქოსალარი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.