გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს -ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს
მათივე ინფორმაციით,ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 სექტემბერს 10:00-დან 20:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულში და მარნეულის რაიონის სოფლებში კიზილ-აჯლო, ტაზა-მახალა, ჯანდარა და მიმდებარე სოფლებში,
11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში მამხუტი, ტალავერი, ხატისოფელი, რაჭისუბანი და მიმდებარე სოფლებში,
11:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში 1 მაისის, გოგებაშვილის, მეგობრობის, გაგარინის, ოდიშარიას, მეტალურგების და მიმდებარე ქუჩებზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.