გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს -ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით,ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 სექტემბერს 10:00-დან 20:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში ალგეთი, საბირქენდი, ოფრეთი და მიმდებარე სოფლებში,
17:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფელ სართიჭალაში;
ასევე, 30 სექტემბერს 11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში ზემო კარაბულახი, მამიშლარი, უსეინქენდი, გოდაგდაგი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.