28 სექტემბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტი ყოველწლიურ სახალხო დღესასწაულს „ბოლნისქალაქობა 2019“ უმასპინძლებს. დღესასწაული ტრადიციულად ბოლნისის ისტორიულ უბანში გაიმართება.
როგორც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ,ღონისძიება 15:00 საათზე დაიწყება და სხვადასხვა კულტურულ-სპორტული და შემეცნებითი აქტივობებით იქნება დატვირთული.
მთავარი კულტურული ღონისძიება 17:30 საათზეა დაგეგმილი .სტუმრების წინაშე ლეგენდარული ,, ქართული ხმები” და თბილისის მერიის ბიგ-ბენდი წარსდგებიან.