3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულს პარანოიდული შიზოფრენია დაუდგინდა-ადვოკატი

პეკინის გამზირზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულ თამარ საძაგლიშვილს ადვოკატის განცხადებით, პარანოიდული შიზოფრენია დაუდგინდა.

გაბუნიას თქმით,  მან საძაგლიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, “ფორმა 100” იმ კლინიკიდან წამოიღო, რომელშიც ბრალდებული მკურნალობდა. ადვოკატი ამბობს, რომ ჯანმრთელობის ცნობას  საქმის მასალებს დაურთავს.

აღსანიშნავია, რომ თამარ საძაგლიშვილს ფსიქიატრიულ-ფსოქოლოგიური ექსპერტიზა ამ დრომდე არ ჩატარებია.

შეგახსენებთ, ინციდენტის დროს არასრულწლოვანი მშობლებთან ერთად პეკინის გამზირზე მიდიოდა, როდესაც გამვლელი ქალი თავს დაესხა და სახის არეში ჭრილობა მიაყენა. ბრალდებული შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ამ დროისათვის საძაგლიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.