დაპირისპირება პარლამენტთან-აქცია #სირცხვილიას მონაწილეებს პარლამენტში არ უშვებენ

აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობაში არ უშვებენ, რის გამოც პარლამენტის შენობასთან აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა.
აქტივისტების თქმით, მათ საშვები აქვთ, მაგრამ შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევენ.

ევროპული საქართველოს ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, აქტივისტებზე საშვები პოლიტიკოსებმა დაუშვეს და მათ პარლამენტში შესვლის უფლება აქვთ. მანვე აღნიშნა, რომ პლენარულ დარბაზში თვითონ გააპროტესტებდა იმას, რასაც აქციის მონაწილეები ითხოვენ. ხმაურის გამო, ევროპული საქართველოს წევრები პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

#სირცხვილიას ერთ-ერთი ორგანიზატორის თქმით, დაცვის სამსახურის უფროსმა მათთან საუბრისას განაცხადა, რომ საშვების გამშვები პროგრამა გაჭედილია და სისტემური ხარვეზის გამო მოქალაქეებს პარლამენტში ვერ შეუშვებენ.”

ფოტო: on.ge