მამაკაცი ტრაქტორის ქვეშ მოყვა და გარდაიცვალა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ხორგაში ტრაქტორის ქვეშ 60 წლამდე მამაკაცი მოჰყვა. მამაკაცი მიღებული დაზიანებებისგან გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, ტრაქტორი ტვირთით იყო დატვირთული.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ,რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.