გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს -ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს
მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 სექტემბერს 10:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში საბჭო, ნაზარლო, ვახტანგისი და მიმდებარე სოფლებში,
10:00-დან 20:00 საათამდე აბონენტებს გარდაბანში და გარდაბნის რაიონის სოფლებში მარტყოფი, წინუბანი, დიდი ლილო და მიმდებარე სოფლებში,
11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში ჭაპალა, მწყნეთი, სამტრედო, რაჭისუბანი და მიმდებარე სოფლებში,
16:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში თბილისის, თბილისი-წითელი ხიდი და მიმდებარე ტერიტორიებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.