ახმეტაში მამაკაცის დამწვარი ცხედარი იპოვეს. ზემო ხოდაშენში შემთხვევა გუშინ მოხდა. 33 წლის მამაკაცის ცხედარი სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. სამართალდამცველებმა ადგილზე ბენზინიანს ავზსაც მიაკვლიეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი თბილისში ცხოვრობდა და ერთ-ერთ საოჯახო სასტუმროში მშენებლობაზე მუშაობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა.
მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.