გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.
“ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 სექტემბერს 06:00-დან 15:00 საათამდე შუალედში თითო საათით ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში მეგობრობის, თოდრიას, კლდიაშვილის, შევჩენკოს, გურამიშვილის, კიკვიძის და მიმდებარე ქუჩებზე, 10:00-დან 20:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში დურნუკი, ქოთეში, მარაბდა, ენიკენდი და მიმდებარე სოფლებში, 12:00-დან 14:30 საათამდე აბონენტებს წალკის რაიონის სოფლებში ხაჩკოვი, ბარეთი, ბაშკოვი, თეჯისი და მიმდებარე სოფლებში, 15:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფელბში ვახტანგისი, ნაზარლო, ქესალო, კალინინო, ვაზიანი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.”-ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.