4 დღიანი ძებნის შემდეგ, საბერძნეთში დაკარგული გოგო იპოვნეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 32 წლის სალომე გოგინაშვილი ამ დროისთვის, საავადმყოფოშია მოთავსებული.
update:დაკარგული გოგოს დედის ინფორმაციით, მას დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მისი შვილი, საბერძნეთის საავადმყოფოდან ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ბერძნული მედიის ცნობით, გოგონას ახლობლები, ამ წუთებში, მასთან მიემგზავრებიან.