5 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 სექტემბერს 10:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში დავით გარეჯის, რუსთაველის, სააკაძის, მაიაკოვსკის, მეგობრობის, ლეონიძის, ლესელიძის, გაგარინის და მიმდებარე ქუჩებზე,

10:00-დან 20:00 საათამდე მარნეულის რაიონის სოფლებში კეშალო, ილმაზლო, სართიჭალა, ალგეთი და მიმდებარე სოფლებში, 10:30-დან 20:00 საათამდე თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში კოდა, ვაშლოვანი, მუხათი, წინწყარო, ბორბალო და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.