6 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 სექტემბერს 10:00-დან 20:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს კირიხლო, იალღუჯის დასახლება, კაჩაგანი, კოდა, მუხათი და მიმდებარე სოფლებში,

10:00-დან 18:00 საათამდე გარდაბანში, 11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში სამშვილდე, დაღეთი, ჯორჯიაშვილი, ასურეთი და მიმდებარე სოფლებში,

11:00-დან 19:00 საათამდე დმანისის რაიონის სოფლებში გომარეთი, მაშავერა, ვარდისუბანი, ტნუსი და მიმდებარე სოფლებში,

12:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში მეგობრობის, შარტავას, ტაშკენტის, მესხიშვილის, ლეონიძის და მიმდებარე ქუჩებზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.