NDI-გამოკითხულთა 60% მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს, 32% დადებითად

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 60 % მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს, 32 % დადებითად.

“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობას გამოკითხული მოქალაქეების 40% ცუდად აფასებს. მაჩვენებელი აპრილის თვეში ჩატარებული კვლევის შედეგებთან შედარებით, 10%-ით არის გაზრდილი. აპრილში ჩატარებული კვლევის მიხედვით, პრეზიდენტის საქმიანობას ცუდ შეფასებას 30 % აძლევდა.

2015 წელს ჩატარებული კვლევის შემდეგ, ეს უარყოფითად შეფასების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რომელიც დაფიქსირდა.

მოქმედი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას, გამოკითხული მოსახლეობის 12% კარგად აფასებს, 36% საშუალოდ აფასებს, ხოლო 12 %-ს პასუხი არ აქვს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს. „ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.