NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობისთვის მისაღები ხელფასი საშუალოდ 719 ლარია.
მონაცემების თანახმად, იმ გამოკითხულთა უმრავლესობა, რომელთა ასაკი 18-34 წელია მინიმალურ ხელფასად, რაზეც მუშაობას დათანხმდებოდა 782 ლარს ასახელებს, 35-54 ასაკის რესპონდენტები 775 ლარს, 55+ ასაკის რესპონდენტები კი მინიმალურ ხელფასად 591 ლარს ასახელებენ.
NDI-მ მინიმალური ხელფასის საკითხი გენდერულ ჭრილშიც გამოიკვლია. მონაცემების თანახმად, კაცებისთვის სასურველი მინიმალური ხელფასი საშუალოდ 823 ლარი, ქალებისთვის კი – 643 ლარია.
კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC -საქართველოს მიერ. კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid -ის ფინანსური ხელშეწყობით.