„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა (18-39 წლის ასაკი) 27 პროცენტი აცხადებს, რომ საპენსიო პროგრამაში ჩართულია.
კითხვაზე, ჩართული ხართ თუ არა სახელმწიფო საპენსიო პროგრამაში, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა (18-39 წლის ასაკი): 27 % – დიახ; 71% – არა.
ამასთან, იმ 27%-დან, ვინ ჩართულია პროგრამაში, მხოლოდ 30 %-ს სჯერა, რომ შეძლებს დაგროვილი თანხით სარგებლობას, როცა პენსიაზე გავა. 57 %-ს კი, არ სჯერა, რომ საპენსიო თანხებით სარგებლობას შეძლებს.
კვლევის საველე სამუშაოები 13-29 ივლისის პერიოდში ჩატარდა , საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
ცდომილება +/- 2-3 %-ს შეადგენს.
„ენდიაის“ კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.