ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა აფენი-გურჯაანის გზაზე. შემთხვევის შედეგად 1985 წელს დაბადებული კაცი დაიღუპა. მსუბუქი ავტომანქანა, რომელსაც სოფელ ვეჯინში გამგებლის ყოფილი წარმომადგენელი ლევან ჯანიაშვილი მართავდა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ჭაობში გადავარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ლევან ჯანიაშვილი შემთხვევის დროს ავტომანქანიდან გადმოვარდა და მას მანქანა ზედ დაეცა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.