,,ბაგა-ბაღების გაერთიანებში” ვაკანტურ პოზიციებზე განაცხადების მიღება დღეს სრულდება

,,რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში” ვაკანტურ პოზიციებზე განაცხადების მიღება დღეს სრულდება. კანდიდატმა დღევანდელი დღის ჩათვლით, გაერთიანების მეთოდ.კაბინეტში CV ფოტოსურათით, პირადობის მოწმობის ასლი,შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის ასლი და შესაბამისი სერთიფიკატების ასლები უნდა წარმოადგინოს.

კონკურსი სამ ძირითად ეტაპს მოიცავს.   მეორე ეტაპი,საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით,შემოსული  განაცხადების გადარჩევას გულისხმობს ,რის შემდეგაც, კონკურსის დასკვნითი ეტაპი,გასაუბრება ჩატარდება.

გასაუბრება  11 სექტემბერს, ოთხშაბათს, 11.00 საათზეა ჩანიშნული.

ბაგა-ბაღების გაერთიანების ფილიალებში ვაკანტური ადგილების ჩამონათვალს tv4- უცვლელად გთავაზობთ:

,,- სპეციალური პედაგოგი – ერთი მუდმივი საშტატო ერთეული.
კანდიდატს საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეს სპეც. მასწავლებლის მომზადების მოდული. ასევე, სასურველია, ჰქონდეს სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება და გავლილი ჰქონდეს ტრენინგები ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებით-დარიცხული ხელფასი-500ლარი.

– აღმზრდელი – 4 მუდმივი საშტატო ერთეული.
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ მოთხოვნას:
1) ფლობდეს სულ მცირე, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს (ჰუმანიტარული განხრით). სასურველია, ჰქონდეს აღმზრდელის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
2) ჰქონდეს ბაგა-ბაღის აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭების დამადასტურებელი პროფესიული დიპლომი ან გავლილი ჰქონდეს აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ -მოდულის საფუძველზე გადამზადება.
დარიცხული ხელფასი-500ლარი.

– ფსიქოლოგი – ერთი საშტატო ერთეული (დროებითი ვაკანსია).
კანდიდატს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი ფსიქოლოგიაში; ასევე-სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება.
დარიცხული ხელფასი – 450 ლარი.”-ნათქვამია ბაგა-ბაღების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.