ბოლნისის მაჟორიტარი პარლამენტის წევრი, გოგი მეშველიანი ადგილობრივ არასამთავრობო სექტორსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრას მართავს . შეხვედრაზე იმყოფება , ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი. მეშველიანი დამსწრე საზოგადოებას მოსახლეობასთან ღია ფორმატის შეხვედრების ანგარიშს წარუდგენს.
შეხვედრის ფარგლებში, პარლამენტის წევრი საზოგადოებას საჯარო შეხვედრების მიზანსა და შედეგს აცნობს. მეშველიანი საუბრობს, ასევე,თუ რა პროექტები ხორციელდება მუნიციპალიტეტში 2019 წელს.
ანგარიშის წარდგენისას ყურადღება გამახვილდა იმ ქმედით ნაბიჯებზე, რომელიც სხვადასხვა საკითხების მოსაგვარებლად გადაიდგა ,საუბარი შეეხო ასევე, იმ პრობლემებსა და გამოწვევებს, რომლეთა მოსაგვარებლად ოპერატიული რეაგირებაა საჭირო.
აღნიშნულ შეხვედრა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და დიდიბრიტანეთის მთავრობის UK aid-ისფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.