ბოლნისში საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვეს (+ფოტო)

ბოლნისში საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვეს. “ბოლნისქალაქობა 2019”-ის ფარგლებში საპატიო მოქალაქის წოდება 10 გამორჩეულ ბოლნისელს მიენიჭა. საპატიო მოქალაქის წოდება მიიღო : ვაჯა ახვლედიანმა , გურამ გოგოლაძემ, ნათელა გრიგოლიამ, ქეთევან ხეცურიანმა, ლადო მინაშვილმა, თამაზ სტეფანიამ, შოთა ქუტიძემ, ილია დარჩიაშვილმა , სოსო ლეთოდიანმა და კობა ჟღენტმა. საპატიო მოქალაქეები მედლებით და სიგელებით დააჯილდოვეს.

Update : ბოლნისქალაქობის აღნიშვნა ფოიერვერკით დასრულდა.