დე ფაქტო КГБ-მ წნელისთან „სამხრეთ ოსეთის“ დროშა აღმართა

„სამხრეთ ოსეთის“ ე.წ.მესაზღვრეებმა სოფელ წნელისიდან , სტრატეგიულად მნიშვნელოვან სიმაღლეზე „სასაზღვრო პოსტის“ მშენებლობა დაიწყეს.

დე ფაქტო КГБ -ს ინფორმაციით, მათ „სასაზღვრო ნიშანი აღადგინეს და სამხრეთ ოსეთის დროშა აღმართეს “. მიმდინარეობს გზის გაყვანის სამუშაოები.

„სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეების მოქმედება არ წარმოადგენს საფრთხეს საზღვართან მდებარე სოფლების კობისა და ჩორჩანას მცხოვრებლებისთვის და მიმართულია სასაზღვრო რეჟიმის დაცვის, რესპუბლიკა სამხრეთ ოსეთის იმ მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად, რომლებიც ზნაურის რაიონის საზღვრისპირა ზოლში ცხოვრობენ. ასევე მიმართულია რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობის სტაბილიზაციისთვის“, – ნათქვამია დე ფაქტო КГБ -ს განცხადებაში.