დემოკრატიული პარტიის წევრმა ალბიო საირესმა აშშ-ის კონგრესს რუსეთის „დიდ შვიდეულში“ დაბრუნების წინააღმდეგ კანონპროექტი წარუდგინა. დოკუმენტის მიხედვით, მოსკოვის „დიდ შვიდეულში“ უკან დაბრუნება მხოლოდ გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემდეგ უნდა მოხდეს. კერძოდ, კონგრესმენი ითხოვს, რომ რუსეთი არ დააბრუნონ „დიდი შვიდეულში“ მანამ, ვიდრე იგი თავისი მეზობლების ტერიტორიულ ერთიანობას პატივს არ სცემს და დემოკრატიული საზოგადოების სტანდარტებს არ დაიცავს.
„წარმომადგენელთა პალატა გმობს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს უკრაინაში, მათ შორის ყირიმის არალეგალურ ოკუპაციას და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე დესტაბილიზაციას. გმობს კრემლის თავდასხმებს მსოფლიოს მასშტაბით დემოკრატიულ საზოგადოებებზე, მათ შორის აშშ-სა და „დიდი შვიდეულის“ წევრ ქვეყნებში. ასევე მხარს არ უჭერს რუსეთის „დიდი შვიდეულის“ სამიტებზე მომავალში ჩართვას, მანამ ვიდრე იგი პატივს არ სცემს მისი მეზობელბის ტერიტორიულ მთლიანობას და არ დაიცავს დემოკრატიული საზოგადოებების სტანდარტებს“, – წერია დოკუმენტში.
შეგახსენებთ, „დიდი შვიდეულის“ სამიტზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ადეკვატური იქნება თუ რუსეთი ჯგუფს დაუბრუნდება. აღნიშნულს ევროპული ქვეყნები ეწინააღმდეგებიან.