ქართული ოცნების დეპუტატმა, ვიქტორ ჯაფარიძემ პარლამენტის წინ შეკრებილი აქცია #სირცხვილიას მონაწილებიდან ერთ-ერთს ხელი დაარტყდა.
დეპუტატი პარლამენტიდან გამოდიოდა, როდესაც მას სამოქალაქო აქტივისტები სტვენით გაეკიდნენ.რა დროსაც ვიქტორ ჯაფარიძემ ერთ-ერთ აქტივისტს, სოლომონ ბაჯელიძეს ხელი დაარტყდა. ბაჯელიძე, ასევე, ამბობს რომ დეპუტატმა შეაგინა და დაემუქრა.
შეგახსენებთ, პარლამენტის შესასვლელთან აქცია #სირცხვილიას მონაწილეები არიან შეკრებილნი. აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას პრემიერის თანამდებობაზე წარდგენას აპროტესტებენ.
წყარო: on.ge