ვინ შეუერთდა მოძრაობა “ლელოს”-მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებას 12 ახალი სახე წარუდგინა

საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელმა, 12 ახალი სახე წარადგინა. პრეზენტაცია ცოტა ხნის წინ დასრულდა. მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით,  ახალი სახეების გამოჩენა მოძრაობაში სისტემატურად მოხდება. პრეზენტაციაზე, ახალმა სახეებმა საკუთარი ბიოგრაფიის შესახებ მოკლე წარდგენა გააკეთეს.

12 ახალი სახე ,რომელის საზოგადოებრივ მოძრაობა “ლელოს” შეუერთდება:

ლანა გალდავა — იურისტი, მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი;
ლევან ბოძაშვილი — ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე;
თეონა დოლენჯაშვილი — მწერალი;
კახა კოჟორიძე — იურისტი;
დეა მეტრეველი — წიგნის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი;
გია გუგუშვილი — მხატვარი, სამხატვრო აკადემიის რექტორი;
საბა ბუაძე — იურისტი;
გიგლა მიქაუტაძე — ეკონომისტი, გადასახადის გადამხდელთა კავშირის აღმასრულებელი დირექტორი;
ქეთი ენუქიძე — ფილოლოგი, ორგანიზაცია შეაჩერე კორუფციას დამფუძნებელი;
ელენე მელიქიშვილი — პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობების მეცნიერებათა დოქტორი;
გია მორდეხაშვილი — ბიზნესმენი;
დავით გელაშვილი — ეკონომისტი.

 

ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება9 ივლისს დააანონსა.