თელავში მამაკაცმა ცოლი მოკლა,რის შემდეგაც თვითმკვლელობა სცადა. არსებული ინფორმაციით, საშუალო ასაკის ქალი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს.
მეზობლების განცხადებით,მათ რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის შემდეგ მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა. ამ დროისთვის ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მკვლელობას წინ სავარაუდოდ, ცოლ-ქმარს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა.
ადგილზე მობილიზებულია კრიმინალური პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.