თხევადი გაზის გასამართ 22 სადგურზე უსაფრთხოების ნორმებთან შეუსაბამობები გამოვლინდა

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ თხევადი გაზის გასამართ სადგურებს ტექნიკური უსაფრთხოების
აღდგენა დაავალა.

სააგენტოს ინფორმაციით,ბოლო ერთი თვის განმავლობაში თხევადი გაზის გასამართ 22 სადგურს ტექნიკური ინსპექტირება ჩაუტარდა და ყველა მათგანზე ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებთან შეუსაბამობები გამოვლინდა. გამოვლენილი შეუსაბამობების შედეგად, სადგურები დაჯარიმდნენ. ობიექტების მფლობელებს კი შეუსაბამობების გამოსწორება დაევალათ.

გაზგასამართი სადგურები თბილისში, თერჯოლაში, ზესტაფონში, მცხეთაში, ლანჩხუთსა და ოზურგეთში შემოწმდა.