კოსტავას გამზირის უკვე რეაბლიტირებულ ნაწილში, ფასადებზე დაზინებული მონაკვეთების აღდგენა ხდება.
რუსთავის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ ჩატარებული მორიგი მონიტორინგის შედეგად, კოსტავას გამზირზე პირველიდან 17 ნომრის ჩათვლით დაზინებულ ფასადზე აღდგენითი, სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო.
2015 წელს შესრულებულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით შემსრულებელი კომპანია მომდევნო 5 წლის მანძილზე ვალდებულია საგარნტიო პირობა შეასრულოს და დაზიანებული მონაკვეთები აღადგინოს. სამსახურის მიერ გამოვლენილი ხარვეზების აღსადგენად კომპანიის წაერმომადგენლებმა მუშაობა უკვე დაიწყეს. ამ ეტაპზე ფასადებზე დაზინებული ადგილები კეთდება.
რუსთავის მერიაში აცხდებენ, რომ ყველა კომპანია ვალდებულია საგარანტიო პირობა შეასრულოს. აღნიშნულის მონიტორიგს შესაბამისი სამსახური პერიოდულად ახორციელებს.