მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” კიდევ 12 წევრი წარმოადგინა.
მეორე 12-კაციანი სია ასე გამოიყურება:
1. ალექს ბოლქვაძე — ადვოკატი, იურიდიული ფირმა BLC-ის პარტნიორი;
2. ნიკა ჩერქეზიშვილი — პოეტი, სამოქალაქო აქტივისტი;
3. თამარ შავგულიძე — ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი;
4. ნია ჭაჭიაშვილი — მასწავლებელი;
5. გიორგი (გეგა) წურწუმია — ჰიდროინჟინერი;
6. ამირან ფაჩუაშვილი — იურისტი;
7. ბექა მიქაძე — გამომგონებელი;
8. ვახტანგ კოტრიძე — გამომგონებელი;
9. ქეთევან მატაბელი — მხატვარი;
10. ნინო თელია — კონსტიტუციონალისტი;
11. ვასილ ჭეიშვილი — ექიმი;
12. თამაზ ბუთხუზი — ფიზიკისა და მათემტიკის დოქტორი.
პრეზენტაციაზე “ლელოს” დამფუძნებელმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ხაზარაძის თქმით, “ლელო” არის პლატფორმა, რომელიც სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს ეროვნული იდეის ირგვლივ აერთიანებს.
,, გასარკვევია ჩვენი, როგორც ქვეყნის ფუნქცია, ეროვნული იდეა და ის, თუ როგორი ტიპის სახელმწიფოს აშენება გვსურს”-განაცხადა ხაზარაძემ