მარნეულში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. “ჰონდას” მარკის ავტომობილს ცეცხლი იმ დროს გაუჩნდა, როდესაც ის გაჩერებულ მდგომარეობაში იყო.
ამ დროის ინფორმაციით,შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ,რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით, სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ფოტო: რუსთავი2