მეტროში ჩავარდნილი 21 წლის მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა

მეტროსადგურ „სამგორში“ ლიანდაგებში ჩავარდნილი ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. ექიმების ინფორმაციით,კლინიკაში შეყვანისას 21 წლის პაციენტი მდგომარეობა უკიდურესი სიმძიმის იყო.

პაციენტს ინტრაპრანიული ტრავმა, ქალასარქვლის მოტეხილობა, კომატუზული მდგომარეობა, ცერებლური შეშუპება, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულმკერდის დახურული ტრავმა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, მარჯვენმხრივი პლევმოთორაქსი, მენჯის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, მარჯვნივ ბარძაყის მოტეხილობა, სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა და ტრავმული ჰემორაგიულო შოკი აღენიშნებოდა .

პაციენტის გარდაცვალების მიზეზი მძიმე ტრავმული დაზიანებები გახდა.

მეტროსადგურ „სამგორში“ ახალგაზრდა კაცი გუშინ, 15 სექტემბერს, მატარებლის ლიანდაგებზე ჩავარდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებდნენ, რომ კაცი კონტაქტური იყო, როდესაც სასწრაფო სამედიცინო სამსახურს საავადმყოფოში გადაჰყავდათ. შემთხვევის გამო მგზავრებს მეტროს სადგური დააცლევინეს.