ვარკეთილში მეცხრე სართულიდან 16 წლის ბიჭის გადმოვარდნის საქმეზე 6 პირი დააკავეს. დაკავებულებს ბრალი 178-ე, ძარცვის მუხლით აქვთ წაყენებული. შსს-ში აცხადებენ, რომ საქმეზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაც, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.უწყებაში საქმის დეტალების შესახებ კომწნტარს არ აკეთებენ .
შეგახსენებთ, 23 სექტმებრეს, ვარკეთილში 16 წლის ბიჭი მეცხრე სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.