სახალხო დამცველი-მძიმდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტში 2018 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. მისი თქმით,წლიდან წლამდე მძიმდება ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

სახალხო დამცველმა იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრებლებს ექმნებათ.

„ვიტყოდი, რომ წლიდან წლამდე მძიმდება ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. 2018 წელს ყველაზე მძიმე იყო არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის შემთხვევა. ასევე ჩვენ საკმაოდ დეტალურად ვსაუბრობთ, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის, უსაფრთხოების, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის, განათლების, ბავშვთა უფლებების დარღვევის, გადაადგილების უფლების შეზღუდვის და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევებზე. ძალიან მძიმეა მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა“, -აცხადებს ლომჯარია.