პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა დატოვეს ფრაქციის სხდომა, სადაც ფრაქციის წევრები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს გიორგი გახარიასა და მინისტრობის კანდიდატს ხვდებოდნენ. “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის მოსმენაზე, როდესაც პრემიერ მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია კითხვებზე პასუხების გაცემას იწყებდა, სალომე სამადაშვილი სხდომის შეწყვეტის ინიციატივით გამოვიდა. მან მოუწოდა დამსწრეებს, შეეწყვიტათ სხდომა, რადგან „პარლამენტში არ უშვებენ გახარიას მიერ თვალდათხრილ მოქალაქეებს“.სამადაშვილმა გააჟღერა, რომ მაკო გომურს პარლამენტში არ უშვებენ.
სხდომა შეწყდა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დარბაზი დატოვეს და პარლამენტის გარეთ მიმდინარე აქციას შეუერთდნენ.







