რუსთავში რამდენიმე ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.
რუსთავის რამდენიმე ქუჩაზე გზა „ფორსაჟი 9 “-ის გადაღებებისთვის გადაიკეტა.
ფილმის ეპიზოდების გადაღება დაგეგმილია ქალაქ რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე (მესხიშვილის ქუჩა, თოდრიას წრე, თოდრიას ქ. N7-მდე).
შესაბამისად აღნიშნულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა. დღეიდან რამდენიმე დღის განმავლობაში მოძრაობა პარალელური ქუჩების მეშვეობით არის შესაძლებელი, კერძოდ: კლდიაშვილი, სანაპიროს, ტაბიძის, კაპანაძისა და ლეონიძის ქუჩების გავლით. სატრანსპორტო მიმოსვლას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები დაარეგულირებენ
გადაღებები 3 სექტემბერს ღამის 11:00 საათიდან 6 სექტემბრის ღამის 12:00 საათამდე გაგრძელდება.












